The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩუბინიშვილი

დავით ჩუბინიშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2020  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს; საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის  ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს და სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები მოსკოვში 1978 წელს.

მისი სცენარებით გადაღებულია: "ფრესკა" (ო. გვასალია, 1971), "მატჩის დირიჟორი" (ჯ. ებრალიძე, 1980), "ქალბატონ მარიამის უკანასკნელი მოგზაურობა" (ს. ჩხაიძე, 1991), დაუმთავრებელი მხატვრული ფილმები: "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "მამა, შვილი და ნიავი" (გ. ჭყონია, 1988), "აპრილის სუსხი" (თ. ბზიავა, 2009), ანიმაციური ფილმი "მოლოდინი" (დ. თაყაიშვილი, 1990); როგორც რეჟისორმა 1997-1999წწ. გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების სერია: "დანაკარგები" (იტალიელი პოეტი და კინოდრამატურგი ტონინო გუერა), "წონასწორობა" (კინოდრამატურგი და თოჯინების საავტორო თეატრის ხელმძღვანელი რეზო გაბრიაძე), "მემკვიდრეობა" (ბალერინა ნინო ანანიაშვილი), სათამაშო სივრეცე" (სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი). დოკუმენტური ფილმები: "თბილისში გავისეირნოთ" (2002), "მარიამ!" (2002), "ჩემი ბიძა-პეტრე ოცხელი"(2003), "მუსიკალური მომენტი" (პიანისტი ელისო ვირსალაძე), "პროფესია ბალეტმეისტერი" (ქორეოგრაფი გოგი ალექსიძე), "მე ვარ მხატვარი" (მხატვარი ედმუნდ კალანდაძე), "შეხება" (მოქანდაკე გია ჯაფარიძე, ოთხივე -2005), "თიბათვე" (2006); როგორც მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "მწერვალი" (მ. კიკაჩეიშვილი, 1976) და "მამა, შვილი და ნიავი". მონაწილეობს ფილმებში: "ექვსი თოვლიანი დღე" (ი. კვაჭაძე, 1986), "დღესასწაული" (ბ. ოდიშარია, 1988).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 199


გააზიარე: