შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჯალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფანია, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის გეოლოგიურ-საძიებო ტექნიკუმი მატერიალურ საბადოთა ძიების ტექნიკოს-გეოლოგ მაძიებლის სპეციალობით 1935 წელს. 1947 წელს მოსკოვის ს. ორჯონიკიძის სახელობის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით. 1935-1037 წლებში მუშაობდა "სოიუზმიშიაკის" სვანეთის გეოლოგიურ პარტიაში ტექნიკოს-გეოლოგად, 1937-1040 წლებში შორეულ აღმოსავლეთში სკოვოროდინის (ჩიტის ოლქი) ჰიდროგეოლოგიურ პარტიაში, 1941 წელს - მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის ბაქოს ექსპედიციის სამუშაოთა მწარმოებლად, 1947-1949 წლებში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახტალის ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის სამუშაოთა მწარმოებლად, 1950-1952 წლებში - ამავე ინსტიტუტის ჯავის ჰიდროლოგიური ექსპედიციის უფროსად, 1954-1955 წლებში - საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგად, ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის გამგედ, 1955 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ჰიდროლოგიური განყოფილების გამგედ, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - ჰიდრომინერალური რესურსების შემსწავლელი დარგის ხელმძღვანელად. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.17; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.280 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |