The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ცქიტიშვილი

გიორგი ცქიტიშვილი
Date of birth:1923
Date of death:1994  (at 71 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სანახშირე, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1956 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1956-1967 წლებში - ამავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1967-1970 წლებში - ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1971 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი, 1972-1975 წლებში - ამავე ინსტიტუტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგე, 1975-1977 წლებში - ინსტიტუტის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილების ხელმძღვანელი, 1977 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხისა და ატლასის სექტორის გამგე. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი (1981). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.21

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

Share: