შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით - გამოყენებითი გეოდეზია 1992 წელს. 1992-1995წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2002-2004წწ. საქართველოს პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების მინისტრი (2004). 2004-2012წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2012 წლის ნოემბრიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.330; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 252; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: unm.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |