The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ცინცაძე

ტარიელ ცინცაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა სამშენებლო ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.

1940 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1941-1947წწ. მუშაობდა თბილისის N31 საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N4 და N11 სამშენებლო სამმართველოების უფროსად; იყო სამშენებლო ტრესტ "საქკოპმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1947 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N3 სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა თბილისის საავიაციო ქარხნის, ბართაშვილის ხიდის, მტკვრის სანაპიროს, ზოოვეტერინარური ინსტიტუტის (ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე), ისტორიული ძეგლების, შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის (რეკონსტრუქცია), საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.670

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: