შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. წლების განმავლობაში (18 წელი) მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში და შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" საწარმოო განყოფილების უფროსად; წლების განმავლობაში მისი ავტორობით ეთერში გადაიცა 60-ზე მეტი ტელეგადაცემა პროფესიონალ და მოყვარულ-თვითნასწავლ მხატვართა და ხალხურ ოსტატთა ნამუშევრების შესახებ რესპუბლიკური გამოფენებიდან, აგრეთვე მათი ცალკეული ტელე-პორტრეტები და ტელე-რეპორტაჟები; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; დამუშავებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო კვლევითი თემა დიზაინის სხვადასხვა სფეროში, 95 ექსპერტიზა ეკონომიკის დარგებში, ქალაქების, კურორტებისა და დასახლებული პუნქტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, მის მიერ გამოცემულ წიგნს მიენიჭა "წლის საუკეთესო წიგნის" (ორტომეულის) სიგელი, დიპლომი და პრემია (1998); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დოცენტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.672; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.318 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |