The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ფაღავა

გაიოზ ფაღავა
დაბადების თარიღი:1935  (90 წლის)
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1959 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური კომბინატის (რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტი") სპილენძ-ამონიუმის საამქროს უფროს მეაპარატედ, 1959-1961 წლებში - ამავე კომბინატის გვარჯილას საამქროს ცვლის უფროსად, 1961-1975 წლებში - ჰიდროქსილამინსულფატისა და ნედლი ლაქტამის საამქროების უფროსად, 1975-1988 წლებში - კაპროლაქტამის წარმოების უფროსის მოადგილედ, 1988-1989 წლებში - საწარმოო გაერთიანება "აზოტის" საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილების უფროსად, 1989-2005 წლებში - ამავე გაერთიანების ახალი ტექნიკის, საპატენტო და საგამომგონებლო საქმიანობის განყოფილების უფროსად. 2005 წლიდან პენსიონერია. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

გააზიარე: