შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კოპალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1955 წელს. 1955-1960 წლებში მუშაობდა ქ. ხარციზსკის (უკრაინა) ფოლადის მავთულებისა და ბაგირების ქარხანაში ოსტატის თანაშემწედ, ოსტატად, ცვლის უფროსად. 1961-1964 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის ასისტენტი, 1964-1967 წლებში - ამავე კათედრის ასპირანტი, 1967-1969 წლებში - კვლავ ასისტენტი, 1970 -1988 წლებში - დოცენტი, 1989-1992 წლებში - მასალების თვისებების ლაბორატორიის გამგე, ამავე ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 1992 წლიდან - მასალებისა და დამუშავების კათედრის (ამჟამად - ჩამოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების კათედრა) გამგე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.29; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 169 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |