შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1960 წელს, ხოლო 1965 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი ტანის ფიზიკის სპეციალობით. 1960-1961 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროში ჯერ მეფოლადის ხელშემწყობად, შემდეგ - საკვლევი ჯგუფის ხელმძღვანელად, 1961-1968 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, 1968-1976 წლებში - ამავე ინსტიტუტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი. 1976-1980 წლებში მიავლინეს ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სასწავლო ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად. 1981 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.30; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.340 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |