The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მეტრეველი

დავით მეტრეველი
Date of birth:26 August, 1946  (78 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 

1970-1976წწ. იყო რკინიგზის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1971-1976წწ. პირველი კლინიკის საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი; 1976-1986წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2006წწ. ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. 1984 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი – ენდოკრინოლოგი. იგი არის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის მრავალი სამეცნიერო ასოციაციის წევრი და სისტემატურად მონაწილეობს თავისი დარგის მეცნიერთა უმაღლესი დონის შეხვედრებში. არის 1 მონოგრაფიის, 2 მეთოდ-რეკომენდაციის  და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მედალი შავი ზღვის ქვეყნებში დიაბეტოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2000). ექიმი ენდოკრინოლოგი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.332; მედპორტალი: medportal.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.

Member of Organizations

  • დიაბეტის ინტერნაციონალური საზოგადოება, წევრი (2001-)
  • ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი (2005-)
  • საქართველოს ენდოკრინოლოგიის საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (2000-)
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საბჭო, წევრი (1986-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: