შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ცნობილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს. 1952-1954წწ. ქ. მოსკოვში გაიარა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ენერგეტიკის აკადემიის სრული კურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მონტაჟის სპეციალობით; 1936-1955წწ. - ტრესტ "ხრამჰესმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, "ხრამჰეს-1"-ის სამშენებლო უბნის უფროსი, სამგორჰესის N2 სამმართველოს უფროსი; 1955-1963წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გვირაბმშენის და ზედა-ყარაბახის სარწყავი სისტემის გვირაბის სამმართველოს უფროსი; 1963-1972წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამმართველოს უფროსი; 1972 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტიტის თანამშრომელი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.673-674; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.403 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |