Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ცნობილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს. 1952-1954წწ. ქ. მოსკოვში გაიარა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ენერგეტიკის აკადემიის სრული კურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მონტაჟის სპეციალობით; 1936-1955წწ. - ტრესტ "ხრამჰესმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, "ხრამჰეს-1"-ის სამშენებლო უბნის უფროსი, სამგორჰესის N2 სამმართველოს უფროსი; 1955-1963წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გვირაბმშენის და ზედა-ყარაბახის სარწყავი სისტემის გვირაბის სამმართველოს უფროსი; 1963-1972წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამმართველოს უფროსი; 1972 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტიტის თანამშრომელი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.673-674; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.403 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |