The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცობეხია

გიორგი ცობეხია
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2010  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბარღები, გალის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1953 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში; გაიარა სამშენებლო წარმოების ყველა სამსახურებრივი საფეხური: იყო სამუშაოთა მწარმოებელი, კაპმშენებლობის განყოფილების ინჟინერი, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას; 1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსად; 1963-1974წწ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1974-1978წწ. იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; 1978-1986წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აფხაზეთის პროფსაბჭოს თავმჯდომარე; ხელმძღვანელობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის მატერიალურ-სამშენებლო ბაზის შექმნას, სამრეწველო ობიექტების, ლაბორატორიებისა და საცხოვრებელი სახლების, ასევე, სოხუმის სტადიონის, მთავრობის სახლის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ დაგეგმარებასა და განვითარებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების შესახებ" საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების რეალიზაციის საქმეში. იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.674

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: