შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. განჯა (აზერბაიჯანი). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1938 წელს. 1938-1940წწ. - აბასთუმნის საკურორტო სამმართველოს ინჟინერი; 1940-1944წწ. - კასპის ცემენტის ქარხანაში კარიერის ტექნიკური ხელმძღვანელი; 1944 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გვირაბების გაყვანისა და გამაგრების კათედრის ასისტენტი; 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1954 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1962 წლიდან, შეთავსებით, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-საკვლევი განყოფილების უფროსი; 1974-1989წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე; 1970-1982წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების პუბლიკაციის სექტორის გამგე. მან სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები; 5 საავტორო მოწმობისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი; რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში იგი სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქვეყნის საზოგადოებირივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.38; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.279 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |