Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ცომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1971 წელს; მოგვიანებით მოსკოვის ქალაქგეგმარებითი ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1973 წელს მიიწვიეს საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ძველი თბილისის აღდგენა-რეკონსტრუქციის, რეგენერაცია-ადაპტაციის წინასწარ მოსაზრებათა დამუშავების მიზნით; 1975 წლიდან, ქალაქის ისტორიული ნაწილის ნაკრძალად გამოცხადების მერე, მუშაობა განაგრძო ახალჩამოყალიბებულ სპეციალიზებულ სახელოსნოში; 1988 წელს სათავეში ჩაუდგა ამავე სახელოსნოს; 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა შპს "თბილქალაქპროექტს"; მისი ძირითადი ნამუშევრებია: მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ახალი მიკრორაიონისა (ქ. მახაჩკალაში) და ბაგების ახალი მიკრორაიონის დაგეგმარება, თბილისის ცენტრის (აღინიშნა II პრემიით), "დარეჯანის სასახლის" მიმდებარე ტერიტორიის, რკინისა და ბამბის რიგებისა და შარდენის ქუჩების, ნაკაშიძისა და ავლევის ქუჩებს შორის კვარტლის, "კავკასიის სახლის" (ტაბიძის ქუჩაზე) რეკონსტრუქცია, მეტეხის პლატოს აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი, ფერისცვალებისა და ისნის ქუჩებს შორისი კვარტლის განაშენიანება, ოფისის შენობა (ტაბიძის ქუჩაზე), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (პარალელის, ინგოროყვას, მეტეხის ქუჩებზე). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.674-675
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |