შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ცინცქილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1973 წელს. 1975-1988წწ. ახალგაზრდული თეატრი-სტუდიის მსახიობი; 1992 წელს დააფუძნა კინოსტუდია "აჭარა", იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1977-2003წწ. მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი; 1989 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის მსახიობი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-2003წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი. ეროვნულო გმირის სახე შექმნა ფილმში "მევლუდი" (ნ. სანიშვილი, 1985). მონაწილეობს ფილმებში: "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "სინქრონიზაცია" (გ. მატარაძე, 1977), "სახლი ლესნაიაზე" (ნ. სანიშვილი, 1980), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "იქ ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1997), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), "სვანი" (ს. ჯაჭვლიანი, 2007). მონაწილეობს ტელესერიალებში "გოგონა გარეუბნიდან" და სხვ.. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "მემედ ბატონო" და "ბათუმის ომი" (ზ. ბუაძესთან ერთად, 1994). წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 205; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.381 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |