შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსეთში, ირტიშის სამდინარო ხიდის მშენებლობაზე; ასევე მუშაობდა ვოლგის, უფისა და კლიაზმის სამდინარო ხიდების მშენებლობებზე; 1939-1973წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ხიდების მშენებლობის ახალშექმნილ სამმართველოს; ახორციელებდა ხიდებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; მისი ხელმძრვანელობით აშენდა "გორი-სტალინირისა" (ამჟამად ცხინვალის) და "ბორჯომი-ვალეს" რკინიგზები, "ჩითახევჰესის" ორი კაშხალი, გარდაბნის სარწყავი სისტემა, წყალგამყოფი "ხრამი-რუსთავი", 100 დიდი და საშუალო სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი მდინარეებზე (მტკვარი, ენგური, ალაზანი, ხობი, ფოცხოვი, ყვირილა, ჩხერიმელა, ძირულა), ხიდი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე (სსრკ-ირანის ერთობლივი მონაწილეობით). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.676-677 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |