შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ცხვირავაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბდების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1957 წელს; შემდგომ სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1953-1973წწ. მუშაობდა გაზმომარაგების საწარმოო გაერთიანება "თბილგაზში", სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგაზმშენისა" და სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს პროფსაბჭოს მშენებარე ობიექტების დირექციაში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, ტექნიკური ზედამხედველი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოსა და მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარი ინჟინერი; 1973 წლიდან მუშაობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილედ, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "კოლხეთმშენის" ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად; იყო მთავარი სამმართველოს უფროსის მრჩეველი, გაერთიანების განყოფილების უფროსი; მისი მონაწილეობით აშენდა არაერთი კომუნალური, სამრეწველო და სოციალური ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, "ყარადაგ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთი და თბილისის გაზიფიკაციის საქალაქო ქსელები, პნევმოტრანსპორტის ხაზი "მარნეული-ლილო", საკურორტო და სამოქალაქო ობიექტები აფხაზეთსა და აჭარაში, კოლხეთის დაბლობის სამელიორაციო დამშრობი სისტემები და სხვა ობიექტები; მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.678; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.193 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |