შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამინ ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბურნათი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს. 1971-1973წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საბჭოთა არმიის რიგებში; 1973 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში", სადაც გაიარა პროფესიული ზრდის გზა უმცროსი მეცნიერ მუშაკიდან მთავარი ინჟინრის მოადგილის თანამდებობამდე; იყო ინსტიტუტ "საქგზამეცნიერების" ხელოვნური ნაგებობებისა და კონსტრუქციების საგამოცდო ცენტრის მთავარი ინჟინრის მოადგილე, უფროსი; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; მოღვაწეობს ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; არის მრავალი გამოგონების, სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.681-682; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |