შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ძოწენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1964წწ. მუშაობდა "ცეკავშირის" სამშენებლო ტრესტის ქუთაისის N5 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, წყალტუბოს სანატორიუმ "ცენტროსოიუზის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1973წწ. საბჭოთა კავშირის მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1985წწ. მუშაობდა ქუთაისის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში; იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1985 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში მთავარ ინჟინრად, ქუთაისის სპეცსამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ინჟმშენის" უფროსად, რეორგანიზაციის შემდეგ სამშენებლო ფირმა "ინჟმშენსერვისის" ხელმძღვანელად; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის რეკონსტრუქციისა და ქუთაისის საბინაო-კომუნალური, ასევე მნიშვნელოვანი კულტ-საგანმანათლებლო დანიშნულების და სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.682
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |