შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი გზების მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1964-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1987წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1989-1993წწ. საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზაში" კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების განყოფილების უფროსად, გაერთიანების მთავარ ინჟინრად; კონცერნ "საქავტოგზის" მაგისტრალური გზების სამმართველოს უფროსად; 1993-2003წწ. კონცერნის რეორგანიზაციის შემდეგ იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი; 2003 წლიდან არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოს, კურირებს მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსებულ შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და რეკონსტრუირებულ იქნა რამდენიმე ასეული კილომეტრი საავტომობილო გზების მონაკვეთი; მათ შორის საავტომობილო გზების "თბილისი-სენაკი-ლესელიძის", "თბილისი-საგარეჯო-ლაგოდეხის", "სამტრედია-საჯავახო-გრიგოლეთი", "საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის", "თბილისი-თიანეთის", "თბილისი-წალკა-ნინოწმინდის" მონაკვეთები, ფოთის (მდ. კაპარჭინაზე), თიანეთის (მდ. იორსა და ქუსნოზე), პატარძეულის, საგარეჯოს, გომბორის, ქსნის სახიდე გადასასვლელები; საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირმა დაასახელა "წლის საუკეთესო ინჟინრად" 2004 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.684 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |