შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1985წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, მასწავლებელი, დოცენტი; 1984-2004წწ. ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე. 2008-2011 წწ. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ნედლეულის წარმოებისა და შენახვის განყოფილების უფროსი; 2011-2015წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების უფროსი. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აგრონომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აზოტიანი სასუქების ფორმებისა და ნორმების გავლენა ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ახალგაზრდა მცენარეთა ზრდასა და მოსავლიანობაზე", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.341; ბათუმის შ. რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |