შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი ხევსურიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგიის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1957 წლებში იყო კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის საშუალო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი, 1959-1968 წლებში - საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფი, უფროსი ბიბლიოგრაფი, რეტროსპექტული ბიბლიოგრაფიის სექტორის გამგე, 1968-1972 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი ბიბლიოგრაფი, 1972-1975 წლებში - უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1975-1987 წლებში - ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1989-2004 წლებში - კოდიკოლოგიისა და ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2005-2020წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.52 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |