Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ჭაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულოტეტი ავტოგზების მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს; საკვალიფიკაციო კურსები ჰიდროგეოლოგიაში (ქ. ლენინგრადში) 1968 წელს. 1965-1970წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობაზე; წლების განმავლობაში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქჰიდროპროექტი" და "თბილსახავტოგზაპროექტი"; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან პროექტის მთავარ ინჟინრამდე; მივლინებული იყო სამუშაოდ საზღვარგარეთ, ბურიატ-მონროლეტის რესპუბლიკაში, სადაც მუშაობდა "კუნძუ-ტალერისა" (1970); 1970-1971წწ. "ულან უდე-მუხორშიბირის" საავტომობილო გზების მშენებლობაზე უფროს ინჟინრად და უფროს გეოდეზისტად; 1972-1973წწ. "ჯიზაკი-26 კომისრის სახელობის საბჭოთა მეურნეობის" (უზბეკეთში) პარტიის უფროსად; 1974-1980წწ. "ტახტა-ბაზარი-კერკის" (თურქმენეთში) პარტიისა და ექსპედიციის უფროსად;1980-1982წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ხონის რაიონის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1982-1984წწ. რაიონული საწარმოო-საგზაო უბნის უფროსი; 1985-1988წწ. მონაწილეობდა პროექტში "ჩრდილოეთის წყლების სამხრეთში გადაგდება", როგორც საავტომობილო გზების საკვლევ-საძიებო ექსპედიციის უფროსი; 1989-1995წწ. მუშაობდა ხონის რაიონის პრეფექტურა-გამგეობაში არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების გამგედ; 2005 წლამდე მუშაობდა სამშენებლო ფირმებში "IDC" და "ჯეოინჟინერინგი" საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისა და დაპროექტება-მშენებლობის ხარისხის ოფიცრად და სექტორის უფროსად; თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განახორციელა 900 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის საკვლევ-საძიებო და საპროექტო სამუშაოები; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აბაშისა და ჩოხატაურის რაიონების ჭარბტენიანი ნიადაგების დაშრობაში, აბაშისა და ხონის რაიონებისთვის თვითდინებადი მილსადენებით სასმელი წყლის მიწოდებაში, ხონის ცენტრალური სტადიონისა და "დინამოს" დიღმის სათადარიგო მოედნის რეკონსტრუქციაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.691 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |