შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჭანბა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1938 წელს. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად; 1945 წლიდან მუშაობას იწყებს დონბასში შახტმშენებელ სამმართველოში მშენებელ ინჟინრად; 1949 წელს დაინიშნა სამთო სამუშაოთა უბნის უფროსად; იყო იმავე სამმართველოს უფროსი; 1958 წელს სამშობლოში ბრუნდება და ინიშნება საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1960 წელს პარტიულ სამუშაოზე გადაჰყავთ ტყვარჩელში, პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1961-1963წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე; 1963-1965წწ. საქართველოს კპ აფხაზეთის ასსრ საოლქო კომიტეტის მდივანი; 1965 წლიდან აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების, ქალაქებისა და რაიონების განაშენიანების საქმეში, მსხვილი საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსების მშენებლობაში, კომუნალური და კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო საკავშირო და რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.691
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |