შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ჭანტურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს; მოსკოვის სახალხო მეურნეობის აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, საქართველოსა და თბილისის საბჭოთა მმართველობით ორგანოებში მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის დარგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის სამმართველოს, რომელიც ემსახურება ამ ახალი უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას; წლების განმავლობაში მონაწილეობდა დედაქალაქის მრავალი ღირშესანიშნავი ობიექტის მშენებლობა-განვითარებაში, "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.693
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |