შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922–1923 წლებში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ბოლშევიკმა ჩეკისტებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. იასონ კერესელიძესთან ერთად ასევე დახვრიტეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე. "გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი "დიდება", რომელსაც აჰყვნენ სხვებიც. ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები. გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა. წყარო: "ვებგაზეთი-მედია": webgazeti.ge; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - დახვრეტილი "სამხედრო ცენტრი".-თბ.,2016.-გვ.6,გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |