Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიკა ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წლიდან რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი იყო. მისი თეატრალური როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სლავკა (ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი"), როზიტა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), აქტრისა, დედოფალი რეგანა, ძიძა (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რომეო და ჯულიეტა"), ამანდა (გ. მდივნის "ტერეზას დაბადების დღე"), ბოჟენა (ი. ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), ლუსი, მზარეული ქალი და სტუმარი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" და "კავკასიური ცარცის წრე"), ზოია (ი. კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), ანგუსტიასი (ფ. გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), ევრიქეა (ა. ვალიეხოს "ოცნება"), მირიანის მეგობარი ქალი და რედაქციის თანამშრომელი (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე") და სხვა. მზარეული ("კავკასიური ცარცის წრე") და ელიზაბედ დედოფალი ("რიჩარდ III"). ამ სპექტაკლებით თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. ბოლო როლები იყო მარი ხოფესი (გარსია ლორკას "ბერნადა ალბას სახლი") და მოხუცი დედოფალი ელისაბედი (შილერის "მარია სტიუარტი"). გადაღებულია ფილმებში: "დიდოსტატის მარჯვენა" (ე. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), "აურზაური სალხინეთში" (ლ. ღოღობერიძე, 1975), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (გ. მგელაძე, 1983), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტის თამარ ჭავჭავაძის ქალიშვილი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.56 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |