შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭარხალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1958წწ. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად. კინოში მუშაობა "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტობით დაიწყო (1958-1960). იყო მეორე რეჟისორი ფილმებზე: "ზღვის ბილიკი" (რ. ჩხეიძე, 1962), "დრო იწურება განთიადისას" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1965), "დიდი მწვანე ველი" (მ. კოკოჩაშვილი, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969). როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმები: "ბედის უკუღმართობა"(1968), "მეზობლები" (ნოველა კინოალმანახში "დიდი ხნის წინათ" (1971), "ზღვის მგელი" (ნოველა ფ-ში "თეთრი ქვები", 1972), "ჩემი კეთილი მეზობლები" (1974), "კიბე" (ნოველა კინოალმანახში "სიყვარულო ძალსა შენსა...", 1975), "სოფლის აშიკი"(1976), "სამი სასიძო" (1977), "მეცამეტე გოჭი" (1979). ვალერიან სულაკაურთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის "ბილიკები ცაში" (ზ. თუთბერიძე, 1981), გადაღებულია ფილმებში: "პასტორალი" (ო. იოსელიანი, 1976), "ბენზინის ჩამომსხმელი" (ბ. ჩხეიძე, 1977), "კაშხალი მთაში" (ნ. მანაგაძე, 1979). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |