შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1904 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. დასრულების შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში. 1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფოგელის ჯგუფში. 1912 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1918 წელს მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ჟურნალ "LʹART"-ის რედაქციის ორგანიზებით გამართული გამოფენით, სადაც ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი. 1918 წელს ბოჰემური კაფე-კლუბი "არგონავტების ნავი" მოხატა ლადო გუდიაშვილთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად. 1919 წლის ოქტომბერში მეორე საშემოდგომო გამოფენაზე 17 ნამუშევარი გაიტანა, მათ შორის, "ყავისფერი ქალები", "მუსიკოსები", "ტირი", "ლადო გუდიაშვილის პორტრეტი" და სხვ. 1922-1929 წწ. ასწავლიდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1929-1938 წწ. კი - სამხატვრო აკადემიაში. 1935 წელს ერევანში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ფერწერულობით, დახვეწილი კოლორიტითა და ლირიზმით. მთავარი ნამუშევრები: "წისქვილი ორთაჭალაში" (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), "მწვანე თუთიყუში" (1933), სურათების ციკლი "ცირკი" (1930-1940), "მიტოვებული" (1942, ყველა კერძო კოლექცია), "საჩუქარი ფრონტისათვის" (1944), "ქალიშვილი ყვავილით" (1946, ორივე - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). სომეხი ფერმწერი. ცხოვრობდა საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ. 197; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |