შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კოჭლამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით 1973 წელს; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს, თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი (1973), მცხეთის სასულიერო სემინარია (1976), ებრაული ენის სამწლიანი კურსი სოხნუთთან არსებულ ულფანში (1998). 1977-1983 წწ. მსახურობდა საქართველოს ეკლესიაში. 1994-2006 წწ. მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიისა და კულტურის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, შემდეგ (2002 წლიდან) – დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე, 2010 წლიდან – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უფროსი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცალკე წიგნად – 9. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებში. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს "ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი" (გამოიცემა 2008 წლიდან. გამოსულია 6 ტომი). თამაზ კოჭლამაზიშვილის კვლევის საგანს წარმოადგენს ძველი ქართული თარგმნილი ლიტერატურა, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობა, კოდიკოლოგია, ლექსიკოლოგია, ჰიმნოგრაფია, ეთნოლოგია, ლიტურგიკა. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა 30-მდე წიგნი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.197 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |