შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს. 1977-1978წწ. იყო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს შემკეთებელი; სპეციალური სარემონტო სამშენებლო უბნის მუშა; 1978 წელს საწარმო გაერთიანება ელექტროაპარატის I თანრიგის გადამრჩეველი; 1978-1979წწ. "თბილპურის" მე-7 პურის ქარხნის მემანქანე; 1979 წელს მე-6 პურის ქარხნის მწყობელი; 1979-1984წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორესპოდენტი; 1984-1985წწ. სამთო-გეოლოგიური პარტიის მბურღავის დამხმარე; 1985 წლიდან საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის უფროსი არქივარიუსი; 1988 წელს თბილისის მე-9 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1989 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1993-2004წწ. თბილისის სარიტუალო მომსახურების მრავალდარგიან საწარმო ფირმა "ჰერმესის" გენერალური დირექტორი; 1998-2002წწ. თბილისის საკრებულოს წევრი. 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს აღმშენებლობის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის დაჯილდოებულია სიგელით (2003); არის აშშ ქ. დევისის საპატიო მოქალაქე (2000). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.372; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |