The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა წირღვავა

იუზა წირღვავა
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2005  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევის დამუშავების სპეციალობით 1954 წელს.

1954-1964 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფურცელსაგლინავ საამქროში მუშად, საამქროს ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ. 1964 წელს იგი გადაიყვანეს რუსთავის ქალაქის საბჭოს პარტიული კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ, 1968 წელს - რუსთავის ქიმიური კომბინატის პარტორგანიზაციის მდივნად, 1971 წელს - საქართველოს კპ ცკ-ს მძიმე მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორად. 1973 წლიდან იგი იყო საბჭოთა კავშირის ფერადი მეტალურგიის სამინისტროს საქართველოს ფერადი მეტალურგიის სამმართველოს უფროსი. 1989 წელს მან შექმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი საწარმო "ალუ-საქართველო" და 2000 წლამდე იყო მისი პრეზიდენტი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985).

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1988-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის -"ალუმინთერმული მეთოდით საწარმოო ნარჩენებისაგან ფეროსილიკოალუმინის კომპლექსური შენადნობის მიღებისა და ფოლადის განჟანგვის პროცესში მისიგამოყენების ტექნოლოგიის დანერგვა

გააზიარე: