შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯავახიანთკარი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა დუშეთის პედაგოგიური ტექნიკუმი 1943 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდრო-კლიმატოლოგის სპეციალობით 1951 წელს. 1943-1946წწ. მუშაობდა სოფ. არბუეთისა და ჯავახიანთკარის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1951-1952წწ. - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამსახურში; 1952-1957წწ. - თბილისის ავიომეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1957-1969წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მის საკანდიდატო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული საკვლევი მხარის მრავალფეროვანი კლიმატის დახასიათება და მისი საწარმოო მნიშვნელობა. იგი მუშაობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, ჰავის ატმოსფეროს დაცვის, ეკოლოგიის, ჰავის ცვლილებების საკითხებზე. ნაშრომებში გაშუქებულია საქართველოს ჰავის თავისებურებები. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 18 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ბროშურაა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. გამოცემული აქვს 6 სასწავლო რუკა, მონაწილეობდა საქართველოს ატლასის (1964) და საქართველოს სასკოლო გეოგრაფიული ატლასის (1992) შედგენაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1990). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიგნით კახეთის კლიმატი", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.319-320; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.185 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |