Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თავაზ-ყადირ მამაც გული ოღლი გვარამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზიკილია, ახალციხის მაზრა. იყო რსდმპ-ის მენშევიკური ფრთის წევრი. წლების განმავლობაში ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს ახალციხის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატთა საბჭოს წევრი. ახალციხის საკითხთან დაკავშირებით იკავებდა ცალსახად პროქართულ ორიენტაციას. 1919 წელს რედაქტორობდა გაზეთს "განახლებული მესხეთი". ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ და საჯაროდ კიცხავდა ამბოხებულ ბეგებს. 1919 წლის 20 იანვარს მძიმე ავადმყოფი ყადირ გვარამაძე ურმით მიიყვანეს ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ბეგების პროპაგანდას და დაეცვათ სამშობლო. ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში. მუსულმანური ტრადიციის მიხედვით დაკრძალეს იმავე დღეს. ქართველი მაჰმადიანი, სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 93 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |