შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1963 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში საწარმოო გაერთიანება "თბილმშენინდუსტრიის" უფროს ოსტატად, საწარმოო განყოფილების ინჟინრად; შემდეგ პერიოდში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სახლმშენებელი კომბინატის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, N1 უბნის უფროსად, N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "ფუნდამენტმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოსა და ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს; 1982-1985წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტს, ხოლო ტრესტის რეორგანიზაციის შემდეგ, მის ბაზაზე შექმნილ N5 სახლმშენებელ კომბინატს; 1999 წლიდან იყო საქართველოს სასაზღვრო ჯარების საწარმოო კომბინატის გენერალური დირექტორი; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის თემქის, გლდანის, მუხიანის, დიღმის, დიდი დიღმის, ფონიჭალის, ვაზისუნისა და სხვა მ/რ მშენებლობაში; ასევე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციასა და რესტორან "ქალაქურის" მშენებლობას (თბილისში); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.710
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |