The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუზა ხარაბაძე

Date of birth:1936  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1967 წლიდან მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სამხრეთლითონკონსტრუქციის" რუსთავის ლითონკონსტრუქციების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უბნის სამუშაოთა მწარმოებლად და მთავარ ინჟინრად; მივლინებული იყო ირანში, ისპაჰანის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე უფროს სპეციალისტად; იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "თბილფოლადკონსტრუქციის" უფროსი, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა საქართველოსა და სომხეთის მთელი რიგი ობიექტების, მათ შორის, თოთხმეტსართულიანი სახლების, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრაციული კორპუსის (თბილისში), თბილისისა და ერევნის ტელეანძების, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის, რუსთავის ქიმკომბინატისა და კაპროლაქტამის წარმოების, თურქეთ-საქართველოს ახალციხის საბაჟოზე წარმოებულ სარეკონსტრუქციო და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.712

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: