შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯამბულ ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში ტექნიკოსად, ინჟინერ-კონსტრუქტორად; წლების განმავლობაში მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენში"; საქართველოში აგროსამრეწველო კომპლექსის შექმნის შემდეგ, იყო ტრესტ "აგრომშენკომპლექტის" მმართველის მოადგილე, უძღვებოდა სისტემის ხე-ტყითა და სამშენებლო მასალებითა და ნაკეთობებით კომპლექტაციას; მონაწილეობდა კრასნაგორსკის (საგარეჯოს რაიონში), როდინაულისა (ზესტაფონის რაიონში) და რატევნის (ბოლნისის რაიონში) მეცხოველეობის კომპლექსების, ჩოხატაურის მეფრინველეობის ფაბრიკის (25 000 ფრინველზე), თერჯოლის რკინაბეტონის ქარხნის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა, პირველად "საქკოლმშენის" სისტემაში, მცხეთის რკინაბეტონის პოლიგონზე 12-მეტრიანი წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კოჭებისა და ფერმების დამზადებას; მისი ინიციატივით, ტაიგაში, ხანტი-მანსიის ოლქში, მდინარე ობის ნაპირებზე გაშენდა დასახლება "ქართული სოფელი", რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს მშენებლობის ხე-ტყით კომპლექტაციას; წლების განმავლობაში ნაყოფიერად საქმიანობდა საქართველოს მშენებელთა საზოგადოებრივ საბჭოში; აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო და ეკონომიკური ტერმინების მცირე ლექსიკონის შედგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.713
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |