The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ხახუტაშვილი

გია ხახუტაშვილი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ტექნოლოგიის სპეციალობით 1971 წელს; მოსკოვის ბეტონისა და რკინაბეტონის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (1972-1975).

1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; მიჰყავს ოთხი სამშენებლო დისციპლინა; არის ასპირანტების, მაგისტრანტების, საკურსო და სადიპლომო გეგმარების ხელმძღვანელი; ოპონირებდა და იყო რეცენზენტი სადისერტაციო და სხვა სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოებისა საშენი მასალებისა და ნაკეთობების სფეროში; 1982-1983წწ. და 1994 წლებში გადიოდა სტაჟირებას გერმანიაში; არის მიუნხენის ტექნიკური და ესენის უნივერსიტეტების დოქტორი; მონაწილეობდა მჭიდა მასალების, შემვსებების და ბეტონის სტრუქტურის შესწავლის კვლევით სამუშაოებში, სამშენებლო ფიზიკის და საშენი მასალების კვლევის კათედრაზე; არის გერმანიის აკადემიური გაცვლების (DAAD) მუდმივი წევრი, 31 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სემინარებში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1976 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.717

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: