The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ხაინდრავა

სოსო ხაინდრავა
ოფიციალური სახელი:იოსებ ხაინდრავა
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 2020  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1959 წელს ჩააბარა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სამსახიობო სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1968 წელს.

1960-1969წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად, რეჟისორის ასისტენტად. 1970-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. გადაღებულია ფილმებში: "მამულუქი" (დ. რონდელი, 1958, ფრანგი ჯარისკაცი), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყ. მგელაძე, 1965, დურგალი), "პიერი-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965, მილიციის ლეიტენატი), "შეხვედრა წარსულთან" (ს. დოლიძე, 1966, კულაკი), "ვედრება" (თ. აბულაძე, 1967, ფრაკიანი კაცი), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967, ბილიარდის მოთამაშე), "ბზიანეთი" (ლ. ელიავა, 1968, სოსანა), "განგაში" (ნ. სანიშვილი, 1968, ექიმი), "გელა" (ნ. მჭედლიძე, 1971, ჯარისკაცი), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971, მილიციელი), "წუთისოფელი"( შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971, დეზერტირი), "მშვენიერი კოსტუმი" (ლ. ელიავა, 1973, ჟიურის წევრი), "შერეკილები" (ე. შენგელაია, 1973, ექიმის თანაშემწე), "ყვარყვარე" (დ. აბაშიძე, 1978, მენშევიკი), "მეცამეტე გოჭი" (რ. ჭარხალაშვილი, 1979, მგზავრი), "შუაკაცი" (გ, ვეფხვაძე, 1984, ძია მიტო), "ლოლიტა" (რ. გიორგობიანი, 1991, მაკლერი), "ლეონარდი"(დ. ნაცვლიშვილი, 1993), "წითელი პატეფონი" (დ. ბაშიძე, 1995, ნოე), "ჯართოსანი" (ნ. გიუნაშვილი, 2008). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 219-220; mozardi.ge


გააზიარე: