შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ხალვაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1985 წელს. 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში ასწვლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე-კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007 წლის თებერვლიდან-ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ექო" (1965), "იქ ჩემთან" (1990), "მიზეზერე" (1996); დოკუმენტური ფილმები: "ჟამი" (1983), "ბათუმი"(1985). მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის "ვერცხლის პრიზი"; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არსენალი" დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არრე" ჟიურის სპეციალური პრიზი; ბაბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა. ზ. ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. კინორეჟისორი, პოეტ ფრიდონ ხალვაშის შვილი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 220; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; 1tv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |