შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან ხაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1976 წელს. სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი როლი სპექტაკლში "ესმერალდა" და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აქვე განაგრძო მოღვაწეობა. შეასრულა როლები: სონია ფილატოვა ("ახალგაზრდა გვარდიის სახელით", მ. თუმანიშვილი), პინკი ("სისხლიანი ქორწილი", ქ. დოლიძე), კლოუნი ("საქმე", მ. თუმანიშვილი), პეპელა (ბაკულას ღორები, მ. თუმანიშვილი), ნატაშა ("ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", მ. თუმანიშვილი), ნინო ალავიძე ("ჩვენი პატარა ქალაქი", მ. თუმანიშვილი), მართა ("ნუ მიგვატოვებ მზეო", ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), კონჩიტა, მსახური ქალი ("ბერნანდა ალბას სახლი, ნ. კვასხაძე), დედა (ზვავი, რ. ბოლქვაძე), ანა ("სუფთა სახლი", ნ. ჩაკვეტაძე) და სხვ. კინოდებიუტი შედგა მთავარი როლით კინოკომედიაში "სიყვარული ყველას უნა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), მონაწილეობს ფილმებში: "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რ. ჩეიძე, 1980), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშაძე, 1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984, პეტრე ვარაზელის და) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 221; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; tumanishvilitheatre.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |