The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამიძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

აბრამიძე (XIX ს.) იყო მსახიობი-კომიკოსი. 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ განახლებული ქართული თეატრის დასის წევრი. შეუდარებლად ასრულებდა ვაჭარ-მევახშეთა როლებს. უფრო წარმატებით, ივანე კერესელიძის  ხელმძღვანელობა-რეჟისორობის დროს (რეცენზენტ-მწერლის, ივანე ევლახიშვილის სიტყვით, მიკირტუმ გასპარიჩის სახასიათო როლს ასრულებდა "ისეთი ცოდნით, ისე ბუნებრივად, რომ მისი თამაში სრულქმნილებამდე აღწევს: ყოველი მოძრაობა, ყოველი გრიმასა, სიარული, მოსწრებული სიტყვა  გაუთავებელ სიცილს იწვევს, რაც გულში სევდიან შთაბეჭდილებას სტოვებს"). ივანე კერესელიძის სიტყვით: "აბრამიძე იყო შესანიშნავი კომიკი, რომელიც გამოვიდოდა თუ არა სცენაზე, ჯერ ხმაც არ ამოეღო, რომ ხალხი სიცილს დაიწყებდა". დაწერა პიესა: "რას უსმენ ქალიშვილს მათოს".

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.56


გააზიარე: