შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სხვადასხვა ტრესტების მმართველად, საქართველოს მთავრობის სამეურნეო სამმართველოს საპროექტო-სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანების გენერალურ დირექტორად, სამშენებლო მასალების წარმოების კონსულტანტად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის უფროს სპეციალისტად; 2001-2005წწ. იყო სს "საქქალაქმშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; 1998 წლიდან იყო საქართველოს მშენებელთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი; 2004 წლიდან თავმჯდომარეობდა ამავე ფედერაციის გამგეობას, ხელმძღვანელობდა სოციალური ობიექტების საპროექტო-სამშენებლო ფირმა შპს "პულსს"; მონაწილეობდა თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის საავადმყოფოთა კომპლექსის, ტუბერკულოზის სამკურნალო და ონკოლოგიურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის საავადმყოფოების, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, სამედიცინო რადიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის საავადმყოფოს პროექტების, ნეიროქირურგიის ცენტრის საავადმყოფოს რადიოლოგიური და ბირთვული მედიცინის განყოფილებების საპროექტო დოკუმენტაციის, საქართველოში სამშენებლო-საინჟინრო სტანდარტების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავებაში; იყო რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის, გამოგონების, წიგნისა და იურიდიული ცნობარის ავტორი, გაზეთ "მშენებლის" რედაქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.723 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |