შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1972 წელს. 1972 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ტექნიკოსად არქიტექტურული კლიმატოლოგიის განყოფილებაში; 1973 წელს გადაყვანილ იქნა არქიტექტორად იმავე განყოფილებაში; 1976 წელს დაინიშნა საპროექტო ჯგუფის უფროს არქიტექტორად; 1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საპროექტო კანტორაში "კულტპროექტი", ჯერ უფროს არქიტექტორად, ხოლო შემდეგ - პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მშენებლობის განყოფილოების მოძრავ მექანიზებული კოლონის თავდაპირველად ინჟინრის, ხოლო შემდეგ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 2001-2003წწ. მუშაობდა დიზაინის, არქიტექტურისა და მშენებლობის სახელოსნოს ხელმძღვანელად შპს "ლანჩხუთი 2000"-ში; 2003 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განყოფილების უფროს არქიტექტორად; მის მიერ დაპროექტებული და განხორციელებული ობიექტებია: საცხოვრებელი მიკრორაიონები ქალაქებში - ორენბურგსა და გელენჯიკში (საავტორო ჯგუფთან ერთად), აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი სოფელ სხვიტორში (არქიტექტორ ვ. ორბელაძესთან ერთად), ლაგოდეხის კულტურის სახლი, ლანჩხუთის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკი (არქიტექტორ ა. ცინცაძესთან ერთად), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები სოფელ გრიგოლეთში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.725
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |