შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ჯაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს. 1962 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო საავტომობილო გზების საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში"; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის დირექტორამდე; იყო მრავალი ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების (საავტომობილო გზაზე) პროექტის ავტორი და მთავარი ინჟინერი, მათ შორის მდინარე მტკვრის გასწვრივი ესტაკადისა ზაჰესთან, ლოჭინისა და წიწამურის ხევებზე აგებული ესტაკადებისა, ერთ-ერთი დიდი სამდინარო ხიდისა (500 მ-მდე) საქართველოში (ჭოროხზე, ქ. ბათუმთან), დიდი და საშუალო სამდინარო ხიდებისა ნარინსა და ნიულჩაზე (ყირგიზეთში), ავღანეთის საზღვრის გასწვრივი ხიდებისა, მაღალმთიან ავტოგზაზე (ტაჯიკეთში) და სხვა; მივლინებული იყო ავღანეთსა და კუბაში, საგზაო ნაგებობების დაპროექტებასა და კადრების მომზადებაში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |