The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შურა ჯაველიძე

შურა ჯაველიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჯაველიძე
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1923
გარდაცვ. თარიღი:1999  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ქ. მოსკოვში, სადაც დაამთავრა ასპირანტურა და იქვე დაიწყო შრომითი საქმიანობა; ქ. მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში; მონაწილეობდა ქ. მოსკოვის მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტირებაში; 1962 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), სადაც მუშაობდა ტექნიკური განყოფილების გამგედ; მონაწილეობდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების ახალი კონსტრუქციული სქემების, უნიფიცირებელი ნაკეთობებისა და ტიპური პროექტების შემუშავებაში; 1976-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტში" ტექნიკური განყოფილების გამგედ; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების პროექტირებაში; მიღებული ჰქონდა საუწყებო საპატიო სიგელები და ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734


გააზიარე: