The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჯაკობია

ვასილ ჯაკობია
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1996  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1936 წელს.

1936-1937წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში; 1938-1941წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების სამმართველოში დამპროექტებელ ინჟინრად, სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსად; 1941-1944წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში და მუშაობდა აეროდრომების სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური და საგეგმო განყოფილების უფროსად; 1944-1973წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად, "ქუთაისი-მცხეთა-ვლადიკავკაზის" საავტომობილო გზების სამმართველოს უფროსად; 1973-1996წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აპარატში ტექნიკური სამმართველოს უფროსად; იყო სამეცნიერო ტექნოლოგიური ინსტიტუტის "საქგზამეცნიერების" მთავარი სპეციალისტი და ამავე დროს მიწვეული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე ლექტორად, სადიპლომო კომისიის თავმჯდომარედ; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734-735

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე

გააზიარე: