შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჯალაღონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა ცელინოგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტი საინჟინრო მექანიკის სპეციალობით 1957 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სპეცშახტმონტაჟის" ტყვარჩელის სამონტაჟო უბნის ელექტროზეინკლად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წელს გადაიყვანეს მარნეულის სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში, სადაც 1969-1980წწ. ხელმძღვანელობდა სამონტაჟო უბნებს მარნეულსა და ონში; 1980-1983წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "საქსპეცშახტომონტაჟის" მთავარი ინჟინერი; 1983-1996წწ. ამავე სამმართველოს უფროსი; 1996-2001წწ. შემდეგ შპს "საქსპეცშახტომონტაჟის" გენერალური დირექტორი; აქტიურად მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, რომელთა შორისაა ონის რაიონული საავადმყოფოს კომპლექსი, კვაისისა და ტყიბულის შახტები, მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და სხვა; არის წარმოებაში დანერგილი არაერთი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მიღებული აქვს სსრკ მშენებლობის სამინისტროს, პროფკავშირის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.735; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 333-334
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |