The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჯანაშია

თეიმურაზ ჯანაშია
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს; თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.

1974-1976წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-1985წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") მეცნიერ თანამშრომლად; 1985-1988წწ. იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მთავარი ინჟინჟინერი, უფროსი, ინჟინერი, უფროსი, შემდეგ კომპანია "თბილქალაქმშენის" პრეზიდენტი; სს "თბილქალაქმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; იყო თბილისის საკრებულოს წევრი და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის განაშენიანების საქმეში; ხელმძღვანელობდა ვარკეთილის, ვაზისუბნის, დიდი დიღმის, გლდანის საცხოვრებელი მასივების განაშენიანებას; მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიისა და საჩხერის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობაში; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.737; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 418; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტისეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: